დღეს - 10 სექ
სტანდარტი
ცვლის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@dominosteam.ge
ტელეფონი: +995 577 329 886
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
რესტორნის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორნები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური
დომინოს პიცა (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.
საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს შვიდ ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მმართველობით (მენეჯერულ ) უნარ-ჩვევებს, დანარჩენს ჩვენ გასწავლით!
დომინოს პიცა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ცვლის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი - ისანი, ვარკეთილი სამუშაო საათები: 5/2 ცვლებში სამუშაო.
ცვლა 1 – 10:00 – 18:00
ცვლა 2 – 18:00 – 02:00 (ტრანსპორტირება)
(ცვლები არის მონაცვლეობითი კვირის განმავლობაში )
ანაზღაურება:
გამოსაცდელი 3 თვე: 900 ლარი + ბონუსის სხვადასხვა კატეგორია.
გამოსაცდელი 3 თვის შემდგომ: 1000 ლარი + ბონუსის სხვადასხვა კატეგორია.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა ცვლის განმავლობაში.
- ცვლაში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
- მოვალეობების შესრულებისას კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
- კომპანიის პროგრამასთან მუშაობა;
- პროდუქციის ვადების კონტროლი;
- პროდუქციის მიღება/დახარისხება.
- თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურელია მომსახურეობის სფეროში.სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ლიდერული
- ენერგიული
- აქტიური
- პოზიტიური
- პუნქტუალური
- შრომისმოყვარე
- ყურადღებიანი და მობილიზებული
ჩვენ გთავაზობთ:
- ღამის ცვლაში (18:00-02:00) მუშაობის შემთხვევაში - ტრანსპორტირება;
- დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში
- გრძელვადიანი თანამშრომლობა;
- ფინანსური და პოზიციური განვითარების პერსპექტივა მოკლე დროში .
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ:
გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@dominosteam.ge და წერილის თემის გრაფაში
(subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ცვლის მენეჯერი“.
შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა:
ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 577 329 886
გისურვებთ წარმატებას !
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ჯეოპიცამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი
მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
რესტორნის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები