შემდეგი
07 აგვ - 14 აგვ
ვიპ გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას ქ. (ჯიქიას ქ.)
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@aldagi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
ჯანმრთელობის დაზღვევა გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ინგლისური
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ვიპ გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
ძირითადი მოვალეობები:
- საცალო და SME სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა;
- პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება, პრეზენტაციის ჩატარება და კონსულტაციის გაწევა;
- ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
- სასურველია სადაზღვევო ან/და საბანკო სფეროში, გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების მომხმარებელთან კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
- ორგანიზებული;
- შედეგზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ვიპ გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
დაზღვევა
ჯანმრთელობის დაზღვევა
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები