07 აგვ - 14 აგვ
გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას ქ. (ჯიქიას ქ.)
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევა გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:
  • მცირე და საშუალო ბიზნესის სადაზღვევო პროდუქტების ცოდნა და გაყიდვა;
  • სხვადასხვა მცირე და საშუალო ბიზნესების, კომპანიების მოძიება და შეხვედრების ორგანიზება, სადაზღვევო პროდუქტების გაცნობის მიზნით;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • მიზანდასახული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - გაყიდვების უმცროსი მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
დაზღვევა
ჯანმრთელობის დაზღვევა
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები