დღეს - 11 სექ
სტანდარტი
შესყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@chita.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭი-ტა“ იწვევს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატს შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭი-ტა“ 1996 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. კომპანია გამოირჩევა ხარისხიანი პროდუქციით, პროფესიონალური მომსახურებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით. „ჭი-ტა“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა მოტივაციას, პროფესიულ განვითარებასა და გუნდურ თანამშრომლობას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი # 19 ;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი/ სრული;
- სამუშაო საათები 09:30 – 18:30;
- ანაზღაურება: შეთანხმებით
- განათლება: უმაღლესი განათლება.
- ბენეფიტები: დაზღვევა, ფიტპასი;
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომწოდებლების ძიება, შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება;
- შესყიდვების პროცესის სრული მართვა;
- ფასების, მიწოდების პირობებისა და სხვა კომერციული დეტალების შეთანხმება;
- არსებული და ახალი მომწოდებლების ბაზის გაფართოება;
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, პროდუქციის ასორტიმენტის ოპტიმიზაცია;
- შესყიდვების გეგმების და ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- ლოგისტიკასთან, საწყობთან და გაყიდვების გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
- მიწოდების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
- პერიოდული ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან ეკონომიკა);
- შესყიდვების ან მომწოდებლებთან მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- მოლაპარაკებების წარმართვისა და პარტნიორებთან კომუნიკაციის უნარი;
- ბაზრის ანალიზის და ტენდენციების გათვალისწინებით გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- Excel-ისა და სხვა საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ქართულ და ინგლისურ ენებზე კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები:
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა.
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@chita.ge 15 სექტემბრის ჩათვლით და Subject-ის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება,
გისურვებთ წარმატებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ჭიტა " ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები