დღეს - 10 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 850
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური
შპს „ბარამბო“ წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
კომპანია ბარამბო აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე სანაყინე ჯიხურებში.
ადგილმდებარეობა: გლდანი
სამუშაო გრაფიკი: სრული 40 საათი, 5/2;
ანაზღაურება: 850ლ + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტის წარდგენა და რეალიზაცია;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
- სალარო ოპერაციების წარმოება;
- ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- დღისა და საღამოს ცვლაში შერეულად მუშაობის შესაძლებლობა;
- კომუნიკაბელურობა და პოზიტიური განწყობა.
გთავაზობთ:
- დასაქმებას მზარდ-სტაბილურ კომპანიაში, პროფესიული ზრდის, სწავლებისა და დაწინაურების პერსპექტივით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ბარამბო" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ნახვები
უნიკალური ნახვები