დღეს - 09 სექ
პრისეილერი
თბილისი, ფონიჭალა
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები პროდუქტის ცოდნა და პოპულარიზაცია
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500 - 2200

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები პროდუქტის ცოდნა და პოპულარიზაცია
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია: მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:
  • უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება;
  • უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
  • უზრუნველყოს პროდუქციის საუკეთესო განლაგება;
  • აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
  • გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა;
  • განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი).
  • ანაზღაურება: სტაჟირების შემდგომ მინიმუმ 1500 ლარი, საშუალოდ 2200 ლარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გაყიდვები
პროდუქტის ცოდნა და პოპულარიზაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები