დღეს - 06 სექ
ადმინისტრატორი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599 420 444

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება ფრონტ ოფისის ოპერაციები ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: მოქნილი გრაფიკი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): საცხოვრებლის უზრუნველყოფა,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ინგლისური
სასტუმრო MONTE აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: გუდაური

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
  • სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება);
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში საჭირო ინფორმაციის გადაცემა;
  • შემოსული რეზერვაციების და სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სასტუმროს პროგრამაში (area.ly) მუშაობა პოზიციისთვის განკუთვნილი ფუნქციებით;
  • მომხმარებლებთან სატელეფონო, პირდაპირი თუ ელ-ფოსტით კომუნიკაცია, მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მათი სწორი გადამისამართება;
  • გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და სწრაფი გადაჭრის გზების მოძიება;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

საჭირო უნარები:
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:
  • სასტუმრო უზრუნველყოფს კვებითა და საცხოვრებლით.
  • გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gm.montegudauri@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავსირდეთ ნომერზე: +995 599 420 444

სასტუმრო / რესტორანი / კვება
ფრონტ ოფისის ოპერაციები
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები