დღეს - 06 სექ
მორიგე რეგისტრატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    სამედიცინო სხვა
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მე-4 დღეს 16 სთ მორიგეობა(შაბათ-კვირას 24 სთ)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
  • პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
  • პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე.
  • პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
  • დამფინანსებელი ორგანიზაციის დაუყოვნებელი ინფორმირება შეტყობინების ბარათის შესაბამისად;
  • სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
  • მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია, რიგითი ნომრის მინიჭება, ამბულატორიული ბარათის გახსნა, ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
  • პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება და სამედიცინო ისტორიის გახსნა;
  • სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 სექტემბერი.
შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ ვაკანსიაზე შერჩევის მიზნით. კანდიდატს აქვს უფლება მოითხოვოს მისი მონაცემების გასწორება
სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები