დღეს - 06 სექ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
ტექნიკური ოპერირება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სტაჟირება
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1600
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟიორი ტექნიკური მომსახურების მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!
მოკლე აღწერა:
წარმოება - ეს არის ფუნქცია, სადაც უწყვეტ რეჟიმში იწარმოება ხარისხიანი და მოთხოვნადი პროდუქცია, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო ტექნიკური მომსახურების განყოფილების ამოცანაა ტექნოლოგიური და დაფასოების მანქანა-დანადგარების უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის ორგანიზება, ამ პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტია ხარისხიანი დაგეგმვა.
რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:
- პროფილაქტიკური რემონტების გრაფიკების მომზადება და ფორმირება
- საწარმოო პროცესების მოდერნიზაციის პროექტების მართვა
- ქარხნის აღჭურვილობის გამართულობის ახალი მიდგომების დანერგვა
- მანქანა-დანადგარების მონტაჟის, რემონტის, გამართვისა და გამოცდის სამუშაოების კონტროლი და მისი დროული ექსპლუატაცია
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება მანქანა-დანადგარების მონტაჟის, გამართვისა და გამოცდის პროცესში
- საწარმოო პროცესების ანალიზის განხორციელება მექანიზაციისა და ავტომატიზაციის საჭირო მონაკვეთების გამოვლენის მიზნით
პროგრამის დასრულების შემდეგ:
- გაიგებ სურსათის წარმოების სპეციფიკას
- შეიძენ ფასდაუდებელ გამოცდილებას სურსათის წარმოების მანქანა-დანადგარებთან მუშაობაში
- ისწავლი საწარმოო პროცესების ანალიზს, მანქანა-დანადგარების მონტაჟს, რემონტსა და გამართვას
ვის ვეძებთ:
- უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სასურველია ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით
- უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე
- სრული განაკვეთით მუშაობის შესაძლებლობა 2025 წლის სექტემბრიდან
რას გთავაზობთ:
- პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა;
- ღირსეული ანაზღაურება - 1600 ლარი;
- სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით;
- წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება;
- საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
დაინტერესდი?
გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
წარმოება/ოპერაციები
ტექნიკური ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები