დღეს - 06 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანგარიშგება, ანგარიშების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სტაჟირება
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1600
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟიორი ბიზნესის განვითარების მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!
მოკლე აღწერა:
ბიზნესის განვითარების გუნდი პასუხისმგებელია კომპანიის კომერციული და ფინანსური მიზნების დასახვასა და მიღწევაზე, ასევე PepsiCo-ს ოპერაციების ყველა მიმართულებისთვის გეგმების შემუშავებაზე.
რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:
პროგრამის დასრულების შემდეგ:
შეისწავლი გაყიდვების ანალიზისა და გაყიდვების გუნდების ფინანსური შედეგების შეფასების სისტემის დანერგვისა და განვითარების პროცესებს
მიიღებ გამოცდილებას საერთაშორისო კომპანიის სხვადასხვა ფუნქციების გუნდებთან თანამშრომლობით
ვის ვეძებთ:
რას გთავაზობთ:
დაინტერესდი?
გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

- ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის ინსტრუმენტებისა და ანგარიშგების სისტემების განვითარების პროცესში მონაწილეობა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა
- ძირითადი მონაცემების მართვა და განახლება ადგილობრივ სისტემებსა და ანგარიშგების პლატფორმებში (iSales, Power BI, Eyrene), რაც მოიცავს მონაცემების შეყვანას, შეჯერებასა და ხარისხის კონტროლს ავტომატიზაციისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად
- დისტრიბუტორთა რეპორტების დამუშავება, მონაცემების შესაბამის სისტემებში ატვირთვა და საჭიროების შემთხვევაში ოპერაციული ანგარიშების მომზადება
- ახალი პროექტების გაშვებაში მონაწილეობა და სხვადასხვა ფუნქციებთან თანამშრომლობა
პროგრამის დასრულების შემდეგ:
შეისწავლი გაყიდვების ანალიზისა და გაყიდვების გუნდების ფინანსური შედეგების შეფასების სისტემის დანერგვისა და განვითარების პროცესებს
მიიღებ გამოცდილებას საერთაშორისო კომპანიის სხვადასხვა ფუნქციების გუნდებთან თანამშრომლობით
ვის ვეძებთ:
- უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ეკონომიკის, ფინანსების ან მსგავსი მიმართულებით
- უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე
- დიდი მონაცემების დამუშავების უნარი, MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა და ძლიერი ანალიტიკური უნარები.
- 2025 წლის სექტემბრიდან სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა
რას გთავაზობთ:
- პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა;
- ღირსეული ანაზღაურება - 1600 ლარი;
- სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება ბიზნესის განვითარების მიმართულებით;
- წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება;
- საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
დაინტერესდი?
გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანგარიშგება,
ანგარიშების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები