შემდეგი
დღეს - 25 აგვ
სტანდარტი
ავტო დაკრედიტების ექსპერტი
თბილისი, საბურთალო
მულტიკრედიტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@techno-group.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
ავტომობილის შეფასება, სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
მულტიკრედიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ავტო დაკრედიტების ექსპერტი
ადგილმდებარეობა: თბილისი , საბურთალო
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + საბონუსე სისტემა
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული ტრენინგები
კომპანია „მულტიკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია „მულტიკრედიტი“ ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით , არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის მომსახურება კომპანიაში არსებული/დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
- აქტიური სატელეფონო გაყიდვების/შეთავაზების განხორცილება წინასწარ შერჩეული სეგმენტისთვის.
- მომხმარებლის სრულყოფილი ინფორმირება ავტო დაკრედიტების პირობებზე, განმარტება და ხელშეკრულების პირობების დეტალურად გაცნობა.
- მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების/პერსონალური მონაცემების გადამოწმება შესაბამის ბაზებში.
- ავტო დაკრედიტების უზრუნველყოფის/ავტომობილის დათვალიერება-დასურათება და პროგრამაში ასახვა.
- საკრედიტო კომიტეტისთვის სავალდებულო დოკუმენტაციის მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა.
საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:
- აკადემიური განათლება
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ფლობა
- სავალდებულოა იცოდეს დოკუმენტაციის წარმოება
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
- კანდიდატს უნდა შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი განახლებული CV ელ.ფოსტაზე vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2025 წლის 25 აგვისტოს .
გთხოვთ, მეილის „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
ავტომობილის შეფასება,
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები