06 აგვ - 04 სექ
სტარტი
კონსულტანტი
თბილისი, ვერა, ბარნოვის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო საქონელი და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა, სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1200
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ბონუსები და წახალისება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი
  • ენები: ქართული,ინგლისური
apparel.weseeitems არის ახალი პროექტი - სივრცე ტანსაცმლისა და აქსესუარებისთვის, სადაც ვინტაჟი და თანამედროვე დიზაინი ერთმანეთშია შერეული. სივრცე მდებარეობს ბარნოვის ქუჩაზე და აერთიანებს ახალ და ვინტაჟურ ტანსაცმელს.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს კონსულტანტის პოზიციაზე,რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და აქტიურად ჩაერთვება მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ფორმირებაში. თუ ხარ გატაცებული მოდით, გიყვარს ადამიანებთან მუშაობა და გსურს იყო კრეატიული გარემოს ნაწილი - სიამოვნებით გაგესაუბრებით!

დაწყების თარიღი: აგვისტოს ბოლო რიცხვები (პირველი ორი კვირა - ანაზღაურებადი სტაჟირება)
სამუშაო დღეები: ოთხშაბათი-კვირა (5 დღე კვირაში)
სამუშაო საათები: 12:00–20:00
ანაზღაურება: 1200 ლარი/თვეში + ბონუსი გაყიდვებიდან

პასუხისმგებლობები:
გაყიდვები და მაღაზიის მართვა:
  • მომხმარებლების მიღება და დახმარება თბილი და პროფესიონალური დამოკიდებულებით
  • მაღაზიის სისუფთავის, ორგანიზებულობისა და მყუდრო ატმოსფეროს შენარჩუნება
  • მარაგში არსებული ნივთების შესახებ ინფორმაციის კონტროლი დ განახლება
  • ვიტრინებისა და სტენდების ვიზუალური სისუფთავისა და მიმზიდველობის შენარჩუნება

კომუნიკაცია დიზაინერებთან:
  • მაღაზიაში წარმოდგენილ ტანსაცმლის დიზაინერებთან მუდმივი კავშირი (მარაგის განახლება, შეკვეთები, მცირე მოთხოვნები)
  • ახალი კოლექციების, განახლებული პროდუქციის და ძირითადი ინფორმაციის კოორდინაცია დიზაინერებთან

სოციალური მედიის მხარდაჭერა:
ყოველდღიურად 1–2 მოკლე Story-ს ატვირთვა
საჭიროების შემთხვევაში სივრცისა და ახალი ნივთების ფოტო/ვიდეო მასალის გაგზავნა სოციალური მედიის მენეჯერისთვის

განვითარების შესაძლებლობები:
  • პროექტის მენეჯერი
  • ბაიერი (ვინტაჟი / თანამედროვე)

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hi@weseeitems.com
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
ნახვები
უნიკალური ნახვები