06 აგვ - 05 სექ
ვიპ
ჰოსტესი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@tsiskvili.ge
ტელეფონი: +995 591 252220
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
ფრონტ ოფისის ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორნები - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
რესტორნები - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- ენები: ინგლისური
„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისსა და წყნეთში წარმოდგენილ, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არც თანამედროვე ტენდენციებს ჩამორჩება და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს ჩვენს ფილიალებში. კომპანიას, მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით, არსებობის დღიდან აქვს მიღებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდოები (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) და მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ დიდ გუნდში გვაქვს ჰოსტესის ვაკანტური პოზიცია.
სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები
მოვალეობები:
- სტუმრის მიღება სივრცეში და დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
- ცხელ-ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხი:
- ინფორმაციის მიწოდება პროგრამასთან, მენიუსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
- ჯავშნების მიღება;
- ჯავშნების კალენდარის წარმოება.
- საჭიროებიდან გამომდინარე, სტუმრებისათვის სივრცეებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.
მოთხოვნები:
- ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- აუცილებელია ინგლისური ენის სულ მცირე Upper Intermediate დონეზე ცოდნა.
- სასურველია ჰოსტესის/ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 591 25 22 20.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ფრონტ ოფისის ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები