შემდეგი
05 აგვ - 03 სექ
შემოსავლებისა და ელექტრონული კომერციის მენეჯრი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hroutsource24@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
კომერციული სტრატეგია, კომერციული ოპერაციები და შესრულება - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
კომერციული სტრატეგია, კომერციული ოპერაციები და შესრულება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული
ქართული სასტუმროების ერთ-ერთი ქსელი აცხადებს ვაკანსიას შემოსავლებისა და ელექტრონული კომერციის მენეჯრის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა:
სამუშაო ადგილი: თბილისი
ხელზე ასაღები ხელფასი: 2000
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00-18:00)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსავლების მაქსიმიზაციის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება ყველა ონლაინ პლათფორმაზე
- ტარიფების დინამიური მართვა ბაზრის მოთხოვნის, კონკურენციის, სეზონურობისა და სასტუმროს დატვირთვის შესაბამისად
- ყოველდღიური და ყოველკვირეული შემოსავლის ანალიზი, პროგნოზირება და პერფორმანსის შეფასება
- თანამშრომლობა გაყიდვების, მარკეტინგისა და რეზერვაციის გუნდთან ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისთვის
- შემოსავლის გაზრდაზე ორიენტირებული სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა და ეფექტიანობის შეფასება ყველა ონლაინ პლათფორმაზე
- კონკურენტების ანალიზი და ბაზრის კვლევა ფასების პოზიციონირებისა და პროდუქტების სტრატეგიული განვითარებისთვის
- გაყიდვების ციფრული არხების მართვა და ოპტიმიზაცია
- OTA არხებზე კონტენტის მართვა: ფოტოების, აღწერილობების, პოლიტიკების განახლება და სწორი რეპრეზენტაცია
- ოფიციალურ საიტზე დაჯავშნის სისტემის ოპტიმიზაცია და კონვერსიის მაჩვენებლების გაუმჯობესება
- ონლაინ მომხმარებელთა მიმოხილვების მონიტორინგი და რეპუტაციის მართვა
საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:
- მინიმუმ 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება შემოსავლების და ელექტრონული კომერციის სფეროში
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (B2)
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word)
- პროგრამა OPERA- ს ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი,
- პასუხისმგებლიანობა,
- შრომისუნარიანობა,
- დეტალებზე ორიენტირებულობა,
- კეთილსინდისიერება,
- აკურატულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hroutsource24@gmail.com
გაყიდვები
კომერციული სტრატეგია,
კომერციული ოპერაციები და შესრულება
ნახვები
უნიკალური ნახვები