05 აგვ - 03 სექ
მიმტანი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება მაგიდის სერვისი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ინგლისური
ქუთაისში მდებარე სასტუმრო “ბესტ უესთერნ”-ი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (5/2)
სამუშაო პირობები: სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების დახვედრა, მომსახურება და გაცილება სერვისის სტანდარტების გათვალისწინებით;
  • რესტორნის მომზადება სტუმრების მისაღებად;
  • მენიუში არსებული კერძების პროდუქტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
  • შეკვეთის მიღება, პროგრამაში ასახვა და დროული მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება სასურველია.

საჭირო უნარები:
  • კომუნიკაციის და მომსახურების უნარი (თავაზიანობა და ყურადღება);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დისციპლინისა და ორგანიზებულობის უნარ-ჩვევები

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „ბესთ უესთერნ ქუთაისის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: administration@bwkutaisi.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი
ნახვები
უნიკალური ნახვები