შემდეგი
05 აგვ - 20 აგვ
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@respublikuri.ge
ტელეფონი: +995 577620350
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება ენერგეტიკა ელექტრო მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1875
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება ენერგეტიკაელექტრო მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;
ანაზღაურება :1875 ლარი დარიცხული
სამუშაო გრაფიკი :09:30 სთ - 18:30 სთ
დასვენების დღე: შაბათი, კვირა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შენობის ყოველდღიური ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი
- ელექტრო, სანტექნიკური, ხის, ლითონისა და სხვა მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება.
- კარის, ფანჯრის, ავეჯის, საკეტებისა და სხვა აღჭურვილობის შეკეთება ან გამართვა.
- სანტექნიკური და ელექტრო სისტემების მოვლა
- წყლის და გათბობის სისტემების სანტექნიკური მომსახურება (გაჟონვის აღმოფხვრა, ონკანების და მილების შეკეთება).
- ელექტრო ქსელის მცირე დაზიანებების შეკეთება, განათების შეცვლა, ელექტრო აღჭურვილობის შემოწმება.
- ინვენტარის და ინფრასტრუქტურის მოვლა
- კლინიკის შიდა ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის (საწოლები, ტუმბოები, თაროები, კარადები, მედ. აპარატურის ჩარჩოები) ტექნიკური გამართულობის შენარჩუნება.
- დაზიანებული ნივთების აღდგენა ან გადაცვლა მითითების მიხედვით.
- პროფილაქტიკური და საგანგებო ტექნიკური სამუშაოები
- პერიოდული შემოწმება კლინიკის შენობაზე, ლიფტებზე, კიბეებზე, სახურავზე და სხვა კრიტიკულ წერტილებზე.
- რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება.
- თანამშრომლებთან და ადმინისტრაციასთან კოორდინაცია
- პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესრულებული სამუშაოების დროული ანგარიშგება.
- ტექნიკური მასალის ან სარემონტო ნაწილების საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ლოჯისტიკის/მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურისთვის.
- გაწმენდასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა სამუშაო პროცესში
- სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა შესრულებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ.
- უსაფრთხოების წესების დაცვა – ცეცხლის, ელექტრო და სამუშაო უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული თვისებები:
- კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ანალიზის უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომპეტენტურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე :+995 577620350
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკნასიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2025 წლის 20 აგვისტო.
შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება
ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი
ნახვები
უნიკალური ნახვები