შემდეგი
05 აგვ - 03 სექ
გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@hgh.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
გინეკოლოგია ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა განყოფილების მართვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
გინეკოლოგია ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაგანყოფილების მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:
გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა
ძირითადი ფუნქციები:
- გინეკოლოგიური დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზება და მართვა
- სამედიცინო პერსონალის კოორდინაცია და ხარისხის კონტროლი
- პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობის პროცესში უშუალო მონაწილეობა
- კლინიკის სტანდარტებისა და პროტოკოლების დანერგვა და ზედამხედველობა
- ახალ სამედიცინო პრაქტიკასა და ტექნოლოგიებზე მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
- ლიდერული უნარები და სტრატეგიული ხედვა
- კომუნიკაციის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
კლინიკა უზრუნველყოფს:
- თანამედროვე სტანდარტების სამუშაო გარემოს
- ღირსეულ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
- პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე hr@hgh.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
სამედიცინო
გინეკოლოგია
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
განყოფილების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები