შემდეგი
05 აგვ - 03 სექ
გადაუდებელი დახმარების ექიმი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@hgh.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სასწრაფო დახმარება - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:
პოზიცია: გადაუდებელი დახმარების ექიმი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა
ძირითადი ფუნქციები:
- პაციენტების სწრაფი და ზუსტი შეფასება გადაუდებელი სიტუაციების დროს
- დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება
- კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის პირველადი სტაბილიზაციის უზრუნველყოფა
- მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება
- სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში
- სამუშაო გამოცდილება გადაუდებელი მედიცინის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
- სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი და სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა
ვთავაზობთ:
- თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფილი სამუშაო გარემო
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
- პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: hr@hgh.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
სამედიცინო
სასწრაფო დახმარება
ნახვები
უნიკალური ნახვები