05 აგვ - 03 სექ
ონკოლოგი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ონკოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო ონკოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: ონკოლოგის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა

ძირითადი ფუნქციები:
  • სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა
  • ქიმიოთერაპიის, იმუნოთერაპიის და სხვა სპეციალიზებული მკურნალობის მეთოდების დანიშვნა
  • პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი მკურნალობის პროცესში
  • მულტიდისციპლინურ გუნდთან კოორდინირებული მუშაობა
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და საერთაშორისო პროტოკოლების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება, ონკოლოგიის სპეციალიზაცია
  • სახელმწიფო სერტიფიკატი ონკოლოგიის მიმართულებით
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ონკოლოგიურ პრაქტიკაში ჩაითვლება უპირატესობად
  • ყურადღება დეტალებისადმი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

კლინიკა უზრუნველყოფს:
  • თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამედიცინო ინფრასტრუქტურას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
  • უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებში მონაწილეობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე hr@hgh.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
სამედიცინო
ონკოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები