31 ივლ - 29 აგვ
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
მწვანე სკოლის ტყის კამპუსში მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პოზიციაზე.
თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა, ადვილად შეგიძლიათ მათთან დამეგობრება და საინტერესო აქტივობების დაგეგმვა, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის გუნდში.
მწვანე სკოლა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და საინტერესო სამუშაო გარემოს შექმნაზე. მწვანე სკოლის ტყე-პარკი კი განსაკუთრებული სივრცეა არაფორმალურ გარემოში შემოქმედებითი გაკვეთილებისა და აქტივობების დასაგეგმად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
  • მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება დაწყებით საფეხურზე სწავლების ან განათლების მცნიერებების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მზაობა ახალი იდეებისა და ინიციატივებისთვის;
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

მასწავლებლის მოვალეობებია:
  • სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში, საფეხურის შესაბამისი პროგრამის სწავლება;
  • პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების სწავლის მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა;
  • კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან მოსწავლეების აკადემიურ განვითარებასა და სხვა სასკოლო საკითხებთან დაკავშირებით;
  • სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenschool.edu.ge
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები