31 ივლ - 29 აგვ
სტუდენტური დასაქმების  პროგრამა
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები ტრენინგ კურსები
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
  • დასაქმების ტიპი: მოქნილი გრაფიკი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
„ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. “ევექსის” უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

“ევექსი” აცხადებს სტუდენტური დასაქმების პროგრამას!
ხარ სტუდენტი?
ხარ კომუნიკაბელური?
გსურს გამოიმუშავო შემოსავალი?

მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა! შეუთავსე სწავლა მუშაობას!

ჩვენთან დაგხვდება:
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი - დღეში ნებისმიერი 5 საათი რომელიმე შერჩეულ უნივერსიტეტში;
  • ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი;
  • მეგობრული გარემო;
  • ტრენინგები და ჩვენს კომპანიაში განვითარების შესაძლებლობა

პროექტის ფარგლებში შენი მთავარი ფუნქცია, სტუდენტებისთვის ევექსის სერვისების გაცნობა იქნება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სამუშაო პროცესი წარიმართება უნივერსიტეტებში.

შეავსე განაცხადი და დასაქმდი დღესვე!
https://forms.office.com/e/jqazn1e544

“ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები
ნახვები
უნიკალური ნახვები