30 ივლ - 28 აგვ
დღის მედდა
ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება, ჩხობაძის ქუჩა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: ქ. ქუთაისი, ჩხობაძის #16

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო საექთნო საქმე
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი
ჰოსპიტალ სერვისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დღის მედდა
სამუშაო საათები: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი. 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • ახდენს მედიკამენტების გადაბარება/გადმობარებას;
  • აკეთებს შემოვლებს პალატებში;
  • იბარებს და აღრიცხავს პაციენტების რაოდენობას;
  • პაციენტების გადაბარებისას ყურადღება აქცევს პაციენტის მოვლის ხარისხს, ასევე ყურადღებით ეცნობა დანიშნულების ფურცელს, რათა სრულყოფილად იყოს შევსებული და იყოს მასზე ხელმოწერები;
  • ახდენს სამედიცინო ინვენტარის ჩაბარებას განყოფილებაში;
  • აწარმოებს ხარჯებს სწორად;
  • ავსებს პაციენტების ფიზიკალურ მონაცემებს;
  • ყურადღება აქცევს განყოფილებაში სისუფთავეს და თვალყურს ადევნებს მედდის დამხმარეს და სანიტარს;
  • ყურადღება აქცევს პაციენტის მდგომარეობას, ხოლო მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობებს ექიმს;
  • მართავს დანიშნულებებს სწორად;
  • ახდენს ექიმის დანიშნულებით ანალიზისთვის მასალის აღებას და მის ლაბორატორიაში გაგზავნის უზრუნველყოფას;
  • უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოების ნორმების დაცვას;
  • აფიქსირებს შეუსაბამობის მიზეზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ახდენს რეპორტირებას მთავარ მედდასთან საჭირო პერიოდულობით;

საჭირო კვალიფიკაციები:
  • საშუალო სამედიცინო განათლება;
  • კომპიუტერული უნარების სრულყოფილი ცოდნა.

საჭირო უნარები:
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • სწრაფი აზროვნებისა და პრობლემების მოგვარების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ერთგულება;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზატორობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კეთილგანწყობილი.

აპლიკაციის წარდგენის წესი:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: indira5gureshidze@gmail.com
ან მობრძანდნენ გასაუბრებაზე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჩხობაძის №16.

P.S. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: შპს ,,ჰოსპიტალ სერვისი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
სამედიცინო
საექთნო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები