30 ივლ - 28 აგვ
დღის სანიტარი
ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება, ჩხობაძის ქუჩა
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სანიტარია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 456 - 552

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
ჰოსპიტალ სერვისი აცხადებს ვაკანსიას დღის სანიტარის პოზიციაზე
სამუშაო საათები: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი. 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • მონაწილეობს პალატების გენერალურ დასუფთავებაში;
  • აკეთებს შემოვლებს პალატებში მედდებთან ერთად;
  • იცავს სადენზიფექციო ხსნარების გამოყენების წესს;
  • იცავს ეპიდემიოლოგიურ და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებს;
  • ასუფთავებს პალატებს, დერეფნებს, კაბინეტებს, კიბეებს, კიბის უჯრედებს, სველ წერტილებს (დღეში ორჯერ სველი წესით და საჭიროების მიხედვით);
  • იღებს ადმინისტრაციისგან სამეურნეო ინვენტარს და უზრუნველყოს მათი სწორი შენახვას და გამოყენებას;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების გატანას , ზუსტი წონების დადგენას და შესაბამის ჟურნალში მათ აღრიცხვას;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების დახარისხების წესების დაცვას;
  • პაციენტების გადაბარებისას ყურადღება აქცევს პაციენტის ჰიგიენის მოვლის ხარისხს;

საჭირო კვალიფიკაციები:
  • საშუალო განათლება;
  • საქმიანობიდან გამომდინარე ჰიგიენის გაინდლაინებისა და დადგენილი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა.

საჭირო უნარები:
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • სწრაფი აზროვნებისა და პრობლემების მოგვარების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ერთგულება;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზატორობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კეთილგანწყობილი.

აპლიკაციის წარდგენის წესი:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: indira5gureshidze@gmail.com
ან მობრძანდნენ გასაუბრებაზე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჩხობაძის №16.

P.S. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შეტყობინება: შპს ,,ჰოსპიტალ სერვისი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
სამედიცინო
სანიტარია
ნახვები
უნიკალური ნახვები