29 ივლ - 27 აგვ
მძღოლ-დისტრიბუტორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი დისტრიბუცია, სატვირთო ავტომობილის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მართვის მოწმობა: C კატეგორია
"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია “Smartpharm” აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: თანხმდება დასაქმების მსურველ კანდიდატთან ინდივიდუალურად გამოცდილების, სამუშაო განრიგის და სამუშაო მარშრუტის გათვალისწინებით.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დადგენილი წესის შესაბამისად საწყობიდან პროდუქციის აღება;
  • სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
  • ახალი ობიექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • კლიენტთან ანგარიშსწორება განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად;

აუცილებელი მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება;
  • საკუთარი ფურგონი ავტომანქანის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

„Smartpharm” გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მძღოლ-დისტრიბუტორი“.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

„Smartpharm” მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა / ტრანსპორტი
დისტრიბუცია,
სატვირთო ავტომობილის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები
ქუთაისი
სანტე ჯი ემ თი პროდუქტების პარტნიორი კომპანია