28 ივლ - 26 აგვ
ექიმი-პედიატრი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო პედიატრია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო პედიატრია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: ექიმი-პედიატრი (დღის და მორიგე პოზიციები)
  • პედიატრიული ასაკის პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ფიზიკური გასინჯვისა და კლინიკური ანამნეზის საფუძველზე დიაგნოსტიკური გეგმის შემუშავება;
  • პაციენტისათვის შესაბამისი ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და სხვა დამატებითი კვლევების დანიშვნა, მათი შედეგების ინტერპრეტაცია და კლინიკურ სურათთან დაკავშირება;
  • დიაგნოზის დადგენა და მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის განსაზღვრა, საერთაშორისო გაიდლაინებისა და კლინიკის შიდა პროტოკოლების შესაბამისად;
  • მწვავე და ქრონიკული დაავადებების მართვა, გადაუდებელ მდგომარეობებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის (სამედიცინო ბარათები, ამბულატორიული ჩანაწერები, ფორმა №100 და სხვ.) წარმოება და შენახვა მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
  • მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლებისთვის სრულყოფილი და გასაგები ინფორმაციის მიწოდება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაავადების მიმდინარეობისა და საჭირო ჩარევების შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში პაციენტის გადამისამართება შესაბამისი პროფილის ექიმთან ან სტაციონარში გადაყვანის ინიცირება;
  • პაციენტის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალის (ექთნები, რეზიდენტები, რეესტრის თანამშრომლები და სხვ.) კოორდინაცია და პროფესიული თანამშრომლობა;
  • შრომის უსაფრთხოების, პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების მკაცრი დაცვა
  • ყოველდღიურ საქმიანობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ოჯახის ექიმის და პედიატრის ლიცენზიის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • სამუშაო გამოცდილება სავალდებულოა;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და
  • საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე hr@hgh.ge
გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
სამედიცინო
პედიატრია
ნახვები
უნიკალური ნახვები