28 ივლ - 26 აგვ
უმცროსი ექიმი ნევროლოგი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ნევროლოგია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: უმცროსი ექიმი ნევროლოგის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა

ძირითადი ფუნქციები:
  • შესაბამისი სამედიცინო განათლება (კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომით);
  • უფროს ექიმთან შეთანხმებით მკურნალობის გეგმაში მონაწილეობა
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად და ზუსტად წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • ნევროლოგიის მიმართულებით რეზიდენტურის მიმდინარეობა ან დასრულება(სასურველია)
  • კლინიკაში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე hr@hgh.ge

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
სამედიცინო
ნევროლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები