25 ივლ - 23 აგვ
გაყიდვების ანალიტიკოსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების ანალიტიკა
  • ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება უძრავი ქონება, უძრავი ქონების აგენტები და ბროკერები
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების ანალიტიკა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    უძრავი ქონება უძრავი ქონება, უძრავი ქონების აგენტები და ბროკერები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: „ლისი ტოპოგრაფი“, „არსენალი რეზიდენსი“ და სხვა) გუნდში ეძებს გაყიდვების ანალიტიკოსს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:
  • CRM პროგრამაში შეყვანილი ინფორმაციის მონიტორინგი.
  • CRM პროგრამაში გაყიდვების მენეჯერების აქტივობის მონიტორინგი.
  • კლიენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრირება.
  • დაგროვილ მონაცემების გადამუშავება და შესაბამისი რეპორტების მომზადება.
  • კონკურენტების მონაცემების მონიტორინგი.
  • კვლევების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სწრაფად ათვისების, ანალიტიკური და თავისუფალი აზროვნების უნარი
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი; Excel -ის გამართული ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
  • კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტ (CRM) სისტემაში ან/და ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „GREA“-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.grea.ge
გაყიდვები
გაყიდვების ანალიტიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები