24 ივლ - 22 აგვ
დღის ადმინისტრატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ინგლისური

მედიქლაბჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე დღის ადმინისტრატორი


მოვალეობები:
  • პასუხი გასცეს პაციენტის/ ვიზიტორის შეკითხვებს მედიქლაბჯორჯიას შესახებ კომპეტენციის ფარგლებში;
  • დაარეგისტრიროს კლინიკაში შემოსული ყოველი ამბულატორიული პაციენტი ელექტრონულ ბაზაში;
  • გაუხსნას სამედიცინო ისტორია კონსულტაციაზე მოსულ პირველად ამბულატორიულ პაციენტს.;
  • დარწმუნდეს რომ ყოველ პაციენტს სრულად აქვს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია და პირადი მონაცემები;
  • დაზღვეული პაციენტის შემთხვევაში გადაამოწმოს დაზღვევის სიაში პაციენტის სადაზღვევო ბარათის ნომერი და მისი მონაცემები (საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიას);
  • პაციენტის რეგისტრაციისას დარწმუნდეს, რომ სრულყოფილია საჭირო დოკუმენტები: პირადობის მოწმობის, ხოლო დაზღვეული პაციენტის შემთხვევაში სადაზღვევო ბარათის დასკანერებული ვერსია,სადაზღვევო კომპანიიდან მიმართვა და ა.შ.
  • დატოვოს შეტყობინება კონტრაქტორ სადაზღვევო კომპანიებში;
  • მოამზადოს სამედიცინო მომსახურების ინვოისი ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით და გადასცეს იგი პაციენტს;
  • პაციენტისაგან სამედიცინო მომსახურების საფასურის მიღების შემდგომ დაუბრუნოს პაციენტს ანგარიშფაქტურის ერთი ეგზემპლარი გადახდის ქვითართან ერთად;
  • პაციენტისაგან სამედიცინო მომსახურების საფასურის მიღების შემდგომ დაიტოვოს ანგარიშფაქტურის ერთი პირი;
  • სადაზღვევო კომპანიიდან მიმართვით მოსული პაციენტის მომსახურების შემდეგ პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, სადაზღვევო ბარათის ასლი, მიმართვა და ანგარიშფაქტურა დააფიქსიროს ერთად და დღის ბოლოს გადასცეს სადაზღვევოებთან ურთიერთობის მენეჯერს;
  • გაუხსნას სკრინინგის ფაილი სამედიცინო შემოწმებაზე მოსულ პაციენტს
  • მოამზადოს წინასწარი ანგარიშფაქტურა ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით
  • საჭიროების შემთხვევაში გაამზადოს სალაროს შემოსავლის ორდერი:
  • დახუროს სალაროს დღე ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფორმით;
  • ყოველი სამუშაო დღის ბოლოს მიღებული თანხა, ანგარიშ–ფაქტურებთან და გადახდის ქვითრებთან ერთად გადააბაროს მთავარ მოლარეს:

მოთხოვნები: გამართულად მეტყველება, ინგლისური ენის ცოდნა, საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო დღეებია: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00, შაბათს 09:30-14:00.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mcg.ge
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები