24 ივლ - 22 აგვ
ინგლისურენოვანი გაყიდვების მენეჯერი/ტურ ოპერატორი
თბილისი, ნაძალადევი, ც.დადიანის ქ. (ნაძალადევი)
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტურიზმი/გართობა ტურიზმის მენეჯმენტი გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ტურიზმი/გართობა ტურიზმის მენეჯმენტი
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ინგლისური
ტურისტული კომპანია "Travel Door" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი გაყიდვების მენეჯერის/ტურ ოპერატორის პოზიციაზე.

"Travel Door Georgia" არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანის 7, ქარვასლას შენობა
სამუშაო განაკვეთი: 40 საათი კვირაში
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:
  • ტურ პაკეტების შედგენა
  • ტურ პაკეტების გაყიდვა
  • გაყიდული ტურების სასტუმროს რეზერვაციების განხორციელება.
  • ინვოისების, დაზღვევების, ტურის ვაუჩერების და გადახდების წარმოება.
  • კონკურენტი კომპანიების ტურების ფასების მონიტორინგი
  • სავარაუდო შეკვეთების ჯავშნის სტატუსების განახლება და მონიტორინგი
  • მენეჯერის მიერ დაკისრებული შესაბამისი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი, ტურიზმის სფეროში (სავალდებულოა)
  • ინგლისური ენის ცოდნა B2,C1 (სავალდებულოა)
  • MS Office-ის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: hr@traveldoor.ge

კომპანია "Travel Door Georgia" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ტურიზმი/გართობა
ტურიზმის მენეჯმენტი
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები