23 ივლ - 21 აგვ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 4 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
ნუტრიმაქსი საკვებწარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქცია წარმოდგენილია საერთაშორისო მასშტაბით და მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge

კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე Petfood - ის მიმართულებით.

სამუშაო გრაფიკი - 09:30 – 17:30 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება - 3000 (Net) + KPI -ზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების პოტენციალის კვლევა და ბაზრების ანალიზი (მათ შორის პოტენციური და არსებული ბაზრები);
  • გაყიდვების არხების და პროდუქტის ანალიზი;
  • პერიოდული ვიზიტები გაყიდვების წერტილებში — ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და მხარდაჭერის ორგანიზება;
  • სარეალიზაციო არხებისა და ბაზრების საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი ამოცანების დაგეგმვა/შესრულება;
  • ახალი პროდუქტების დანერგვის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
  • პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
  • გაყიდვების მონაცემების დამუშავება, ანგარიშების მომზადება და რეკომენდაციების წარდგენა;
  • პროდუქტის მენეჯმენტი - არსებული პროდუქტების ასორტიმენტის განვითარებაზე ზრუნვა, ახალი პროდუქტების შექმნაში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • სასურველია მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან ბიზნეს განვითარების მიმართულებით (უპირატესად ჩაითვლება Pet ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება);
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (კანდიდატს მოუწევს ხშირი ურთიერთობა რუსულენოვან და ინგლისურენოვან პარტნიორებთან);
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ მოცემულ მბულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/7759d9de-64bc-493a-9a1b-335154dea911
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები