23 ივლ - 21 აგვ
ამგროვებელი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 574 880 003

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ამგროვებლის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:
  • სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის რეალური რაოდენობის აღრიცხვა და შეკვეთის ფურცელზე დადასტურება;
  • პროდუქციის შეკვეთის ფურცლის მიხედვით, საქონლის ზუსტი სახეობების და რაოდენობების შესაბამისად, პროდუქციის შეგროვება და მომზადება სადისტრიბუციოდ განსაზღვრულ დროში;
  • სამუშაო ინვენტარის გამოყენება სწორად, ადეკვატურად; პროდუქციის შეფუთვა სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად;
  • აგროვებული საქონლის პოლიეთილენის პარკით შეფუთვა და მისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსება სტანდარტის/ინსტრუქციის გათვალისწინებით, დაზიანების/დანაკარგის გარეშე;
  • საჭიროებისამებრ ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება;
  • მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
  • ქართული ენის ცოდნა

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
  • დროის მართვის და დაგეგმვის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალური, დისციპლინირებული

სხვა მითითებები: ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი, უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება; ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: hr@engadi.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 574 880 003.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები