23 ივლ - 21 აგვ
ბრენდ მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ბრენდ - მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინფორმაციული ტექნოლოგიები ERP ინტეგრაცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • წლიური ბრენდ სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და შემდგომი აღსრულება;
  • ბრენდის ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • არსებულ ბაზრის ტენდენციების, კონკურენტებისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობების გამოსავლენად;
  • პორტფელის მართვა, როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული პროდუქციის;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა აქციების, სარეკლამო მასალებისა და სავაჭრო წერტილებში პოზიციონირების კუთხით;
  • სთორჩექების დაგეგმვა და განხორციელება; ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში საჭირო ქმედებების განხორციელება
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და აღსრულებაში მონაწილეობა;
  • უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებას);
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება FMCG სექტორში ბრენდ მენეჯმენტში ან სავაჭრო მარკეტინგში;
  • MS office (Advance);
  • ინგლისური ენა (B2+);
  • მნიშვნელოვანია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
  • კარგი კომუნიკაციური უნარები: გამართული მეტყველება, აქტიური მოსმენა, დამარწმუნებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: HR@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები