შემდეგი
18 ივლ - 16 აგვ
სკოლამდელი განათლების პროგრამის მასწავლებელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@newton.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება/განათლება
სკოლამდელი განათლება - დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
ნიუტონის თავისუფალი სკოლა ეძებს კადრებს სკოლამდელი განათლების პროგრამის (ფრესქულისა და ბაღი "პატრონუსის") მასწავლებლის თანამდებობაზე.
ნიუტონის თავისუფალი სკოლის ფრესქულში და ბაღ „პატრონუსში“ ბავშვებთან ურთიერთობენ, თამაშობენ და მათთან ერთად იკვლევენ სამყაროს.
თუ სურვილი გაქვს, განურჩევლად შენი პროფესიული სტატუსისა და დიდ სიამოვნებას განიჭებს ბავშვებთან ურთიერთობა და თამაში, მაშინ აქ შენი ადგილია!
აუცილებელი მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- შემოქმედებითი ხედვა
- გუნდური მუშაობის უნარი
- სოციალური მრავალფეროვნების მიმართ მიმღებლობა
ფუნქციები და მოვალეობები:
- ბავშვების უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ზრუნვა
- ბავშვის პიროვნული თვისებების შენარჩუნება და განვითარება
- ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, თვითმოვლის უნარ-ჩვევების განვითარება
- ბავშვის ფსიქო-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობა
- მეთოდისტის უშუალო ხელმძღვანელობით და საგანმანათლებლო პროგრამაზე დაყრდნობით ჯგუფის დღის განრიგის, გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება/განვითარება
- სხვადასხვა განმავითარებელი, გასვლითი აქტივობების და პროექტების დაგეგმვა და პროცესში მონაწილეობა
- ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, ტრენინგებში მონაწილეობის მიღება და სხვა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მეცნიერება/განათლება
სკოლამდელი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები