შემდეგი
15 ივლ - 14 აგვ
იურისტი
ბათუმი, ძველი ბათუმის უბანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: n.mamuchadze@tempoholding.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები იურიდიული იურიდიული მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
Tempo Holding – სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც სამშენებლო ბაზარზე უკვე ერთი წელია საქმიანობს, და ორ წარმატებულ პროექტს - Queen’s Residence და Serenade by Tempo-ს მართავს.
მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://tempoholding.ge
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ გთავაზობთ კომფორტულსა და საინტერესო სამუშაო გარემოს, საქმიან სიახლეებსა და განვითარების შესაძლებლობებს.
კომპანია გიწვევთ მოტივირებულ იურისტებს ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს იურისტის პოზიციაზე.
აღნიშნული პოზიცია მოიცავს საკვანძო იურიდიულ მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და პროცესების ოპტიმიზაციას.
პოზიცია: იურისტი
მდებარეობა: ბათუმი, საქართველო;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ხელშეკრულებების (მათ შორის, უძრავი ქონების ნასყიდობის, დაჯავშნისა და წინასწარი შეთანხმებების) მომზადება, რედაქტირება და იდენტიფიცირება;
- იურიდიული დოკუმენტების მომზადება: განცხადებები, ბრძანებები, წერილები, შეტყობინებები და სხვა სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტაცია;
- საჯარო რეესტრთან ურთიერთობა — საკუთრების რეგისტრაციის, ამონაწერების მიღებისა და საკადასტრო ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- უძრავი ქონების გაყიდვებთან დაკავშირებული იურიდიული პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- კლიენტებთან და პარტნიორებთან სამართლებრივი კოორდინაცია;
- მიმდინარე პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა, მათ შორის მიწის ნაკვეთებთან, მშენებლობის ნებართვებთან და სხვა დაკავშირებული საკითხები;
- ზოგადი ადმინისტრაციული და იურიდიული საკითხების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც განიხილებიან);
- უძრავი ქონების სამართლებრივი რეგულაციების და პრაქტიკის ცოდნა (სასურველია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და რეესტრთან დაკავშირებული პროცედურების ცოდნა);
- საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობა;
- პუნქტუალურობა;
- დროის ეფექტური მართვა;
- ტექნიკური უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ წარმოადგინოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: n.mamuchadze@tempoholding.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „იურისტი“.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელეტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არა უმეტეს 6 თვისა. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იქნას კომპანიის სხვა პოზიციებზე არსებობის შემთხვევაში კომპეტენციის შესაბამისად.
„ტემპო ჰოლდინგი“ გისურვებთ წარმატებას!
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში