14 ივლ - 12 აგვ
სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი
თბილისი, სანზონა, გუდამაყრის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება/განათლება უმაღლესი განათლება
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    მეცნიერება/განათლება უმაღლესი განათლება
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაოს აღწერილობა:
  • სასწავლო პროცესების მიმდინარეობის მონიტორინგი და კონტროლი;
  • პერსონალთან და უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციით სასწავლო და საგამოცდო ცხრილების შემუშავება და შემდგომი ყოველდღიური მართვა;
  • საგამოცდო ცენტრთან კოორდინირებით გამოცდების ორგანიზება სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად.
  • სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
  • სტუდენტების მიერ მოთხოვნილი ცნობების მომზადება და გაცემის უზრუნველყოფა;
  • დიპლომის დანართების მომზადება და გადაცემის უზრუნველყოფა;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა სასწავლო პროცესში;
  • სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება განათლების ადმინისტრირებაში, მედიცინაში, ჯანდაცვის მენეჯმენტში ან მომიჯნავე დარგში;
  • სასურველია მინიმუმ 1-წლიანი ადმინისტრაციული გამოცდილება აკადემიურ სფეროში;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასწავლო პროცესის მართვის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პროფესიული კომპეტენციები:
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კარგი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • დოკუმენტაციის წარმოებისა და ინფორმაციის სწორად მართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და ვადებთან მიმართებაში ეფექტური მოქმედების უნარი;
  • გუნდური თანამშრომლობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გუდამაყრის ქ. N4
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00- 18:00-მდე.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@kwiu.edu.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).
რეზიუმეს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
კანდიდატებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი დაუბრუნდებათ გასაუბრებიდან არაუმეტეს 3 კვირის ვადაში, სატელეფონო ზარის, სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტის მეშვეობით.
მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები